მიმდინარეობს ხობის მონასტრის სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოები. მონასტერი, რომელიც XIII-XIVსს თარიღდება, მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლია, გამორჩეული თავისი ისტორიული წარსულით, არქიტექტურითა და მხატვრობით. სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება საქართველოში, ერთერთი უდიდესი გუმბათიანი სამრეკლოს რესტავრაცია-გამაგრება. მთლიანად იცვლება ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის კანკელი და იატაკი. შენდება საეპისკოპოსო რეზიდენცია.