ხობის მუნიციპალიტეტში დიდი ხანია მიმდინარეობს მზადება შობა-ახალიწლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო კულტურულ პროგრამებზე. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლებისა და კულტურის ცენტრების ორგანიზებით 24 დეკემბრიდან გაიმართება შემდეგი სადღესასწაულო ღონისძიებები:
24 დეკემბერს - სპექტაკლი: მოიპარეს ნაძვის ხე. დასაწყისი 14 სთ-ზე (კულტურის სასახლე)
კლასიკური მუსიკის კონცერტი. დასაწყისი 14 სთ-ზე (მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი)
27 დეკემბერს - საახალწლო კონცერტი. დასაწყისი 15 სთ-ზე (მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი)
28 დეკემბერს - მოსწავლეთა საახალწლო ნამუშევრების გამოფენა. დასაწყისი 15 სთ-ზე (მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი)
29 დეკემბერს - საახალწლო იკებანა (გამოფენა). დასაწყისი 17 სთ-ზე (კულტურის სასახლის ფოიე)
31 დეკემბერს - საახალწლო შოუ-კონცერტი. დასაწყისი 18 სთ-ზე (ღია ცის ქვეშ)
5 იანვარს - კონცერტი მღერიან საჯარო მოხელეები. დასაწყისი 18 სთ-ზე (კულტურის სასახლის დიდი დარბაზი).