2010 წლის 23 დეკემბერს თბილისში, არტ ჰოლში დამოუკიდებელ ურთიერთობათა კულტურის ცენტრისა და კომპანია „რეკლამა ნიუსთან“ არსებული მოძრავი თეატრის ორგანიზებით გამართულ საქართველოს ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალ-კონკურს „მომავლის იმედში“ ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლაზიკა“ პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს გადაეცა პირველი ხარისხის დიპლომი და მედლები.