საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციამ ქ. ხობში მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ჩატარებული რეგიონალური ტურნირისათვის მაია აზარაშვილის თასზე და მძლეოსნობის შემდგომი განვითარებისათვის ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის ანგარიშზე ჩარიცხა 500 ლარი. აღნიშნული თანხით ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მძლეოსნობის ჯგუფის ტურნირში მონაწილე მძლეოსნებისა და მწვრთნელ-მასწავლებლისათვის ცენტრმა შეიძინა სპორტული ფორმების კომპლექტი.