ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაღში მეორე ეტაპის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ნაწილობრივ შეკეთდება სახურავი, მთლიანად განახლდა ვესტიბიული და შენობის დერეფანი, გამოიცვალა ამორტიზირებული კარ-ფანჯრები. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები შესრულდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 23 ათასი ლარი. ახალი წლიდან სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებს ახალ, კომფორტულ გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ.