2010 წლის 31დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა:
1. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის2011წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე);
2. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს N33 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე);
3. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდების, სატიტულო ფურცლებისა და სამართლებრივი აქტების ბლანკის ნიმუშების დამტკიცების თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე).
დღის წესრიგით გათვალისწინებული თითოეული საკიხის განხილვის შემდგომ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები: ოცი ხმით ორის წინააღმდეგ დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, საშემოსავლო და საგადახდო ნაწილში 5861.9ათასი ლარის მოცულობით. დამტკიცდა შესყიდვების გეგმის კორექტირებული ვარიანტი და საკრებულოს საქმისწარმოების პროცესში შექმნილ ოფიციალურ დოკუმენტებზე დამატებით რეკვიზიტად აისახა ხობის მუნიციპალიტეტის გერბი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა საკრებულოს 2010 წლის ბოლო სხდომა.