2011 წლის 5 იანვარს საახალწლო-საშობაო ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და კულტურის ცენტის ორგანიზებით ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში გაიმართა კონცერტი -,,მღერიან საჯარო მოხელეები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები, ხობის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები. საღამოს მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ. ღონისძიების დასრულების შემდეგ სცენა დაეთმო თბილისიდან ჩამოსულ ქართული ესტრადის მომღერლებს.