გრძელდება ქალაქ ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის სახურავის სარემონტო სამუშაოები. სამუშაოები სრულდება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და მისი სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 5780 ლარს. სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრულია 2011 წლის 15 იანვრისთვის.
ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ასევე ეტაპობრივად ახორციელებს მუნიციპალიტეტში არსებული კულტურის სახლებისა და კლუბების ინვენტარის განახლებას. ამ ეტაპისათვის, სოფელ საჯიჯაოს კულტურის სახლისთვის კულტურის ცენტრისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ იქნა პიანინო.