ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში აიპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის”ბაზაზე გაიხსნება კრივის შემსწავლელი ორი ჯგუფი. რომლის ფუნქციონირებისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 10 ათასი ლარი. მოსწავლეები მეცადინეობას შეუდგებიან მიმდინარე წლის 20 იანვრიდან. საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ მწვრთნელებთან ერთად დაათვალიერა საჯიჯაოს კულტურის სახლში გამოყოფილი სპორტული დარბაზი და დაჰპირდა მათ თანადგომასა და დახმარებას დარბაზის კეთილმოწყობასა და კრივის განვითარებაში.