ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისაგან დამსახურებული მადლიერებისთვის. ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა შპს „რაიცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს ვლადიმერ ქანთარიას.
2011 წლის 16 იანვარს ხობის საპატიო მოქალაქის მოწმობა და საპატიო სიგელი ვლადიმერ ქანთარიას საზეიმო ვითარებაში გადასცა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ.