ქალაქ ხობის კულტურის სასახლის ფოიეში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა საახალწლო-საშობაო საღამო „ერთად ყოფნა დაგვილოცე ღმერთო“.
საღამოს მიზანი იყო მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისა და უკეთესი მომავლისათვის სახელისუფლებო და საზოგადოებრივი რესურსების კონსოლიდაცია.
საღამოზე მოწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლობა, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურის თანამშრომლები, მცირე და საშუალო ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.