მიმდინარე წლის 8-14 იანვარს, ქალაქ თბილისში, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ გოგა სიჭინავას ხსოვნისადმი მიძღვნილ მინი ფეხბურთის ტურნირში, 1999-2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა შორის ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის გუნდმა „იმედი“ (მწვრთნელი პაატა ხვიჩია) მე-4 საპრიზო ადგილი დაიკავა.
ხობის „იმედის“ მოთამაშეები სხვადასხვა ნომინაციაში გახდნენ საუკეთესონი: გიორგი ბანძელაძე (საუკეთესო მეკარე), ლუკა ხვიჩია (საუკეთესო მცველი), ბექა ზარგინავა (საუკეთესო ბომბარდირი).
ხობის „იმედის“ ფეხბურთელებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.