ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლების გახშირებული თავდასხმების აღსაკვეთად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე მგლის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ. რომლის საფუძველზეც მგლის რეგულირების ღონისძიების განსახორციელებლად შექმნილ ჯგუფებს მიეცემათ მგლის 15 ინდივიდის ბუნებიდან ამოღების უფლება.