2011 წლის 26 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მიმდინარე წლის პირველი სხდომა. საკრებულოს სხდომა გაიხსნა სახელმწიფო ჰიმნით.
სხდომაზე განხილეს და მიიღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. განკარგულების პროექტი „2011 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე);
3. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ (მომხსენებელი ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; თანამომხსენებელი დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
4. განკარგულების პროექტი ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისათვის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად თანხმობის მიცემის თაობაზე“ (მომხსენებელი ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე).
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და დამტკიცების შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.