სამეგრელო -ზემო სვანეთის ჯანდაცვის რეგიონალური ცენტრიდან ხობის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრში შემოტანილი იქნა ასაცრელი მედიკამენტების 3 თვის მარაგი. მათ შორის ტუბერკულოზის ვაქცინა, დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ტიდი ვაქცინა, დიტი ვაქცინა, წითელა- წითურა-ყბაყურას ვაქცინა, 5 კომპონენტიანი ჰიბ ვაქცინა. ასაცრელი მედიკამენტები მოთხოვნის შესაბამისად გადანაწილდა მუნიციპალიტეტის საექიმო ამბულატორიებზე. აცრების დროულად და ხარისხიანად ჩატარებაზე დაწესებულია მონიტორინგი.