სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალი ხობის მუნიციპალიტეტში ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას ახორციელებს. ამ დროისათვის დასრულდა სოფელ ნიჯიხევის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 641 აბონენტს, შეიცვალა 696 ცალი ძველი ხის ბოძი ახალი რკინა-ბეტონის ბოძებით, ხოლო ძველი ელექტრო სადენები შეიცვალა30 კილომეტრამდე სიგრძის ახალი სადენით.