3-6 თებერვალს ქალაქ ფოთში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონატი ჭადრაკში გოგონათა და ჭაბუკთა შორის. სადაც, ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა მარიამ ჭაჭიამ (მწვრთნელი ი. გეთია) პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. ამ გამარჯვებით ხობელ მოჭადრაკეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა.