ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩატარებულ იქნა წინაგოლის საბაზო სკოლისა და საბავშვო ბაღის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი.
სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რჩევები და რეკომენდაციები გაეწია სკოლის და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებს. ამავდროულად სკოლის პედაგოგებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებისათვის ჩატარდა საუბრები გრიპის A(H1N1)-ის პრევენციისა და გართულების თავიდან აცილების შესახებ. გადაეცათ გრიპის პროფილაქტიკისათვის საჭირო საინფორმაციო ბუკლეტები.