თებერვლის ბოლო დღეებში, ქარიშხლის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობები და საცხოვრებელი ობიექტები.
მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე და საკრებულოს ბიუროს წევრები, რომლებმაც დაათვალიერეს დაზიანებული ობიექტები და შეხვდნენ მოსახლეობას. შეხვედრისას საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეიქმნება ზარალის დამდგენი კომისია, რომლის წინადადებების საფუძველზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა დაზარალებულებს.