ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მიმდინარე წლის 25-26-27 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის (ქარი) შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დადგენისა და სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით შეიქმნა ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სტიქიისაგან მიყენებული ზარალის დამდგენიკომისია შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გაწერელია – ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;
იური ბუკია – ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;
ანტონ ვარდია – ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის რეგულირებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების უფროსი – კომისიის წევრი;
ვახტანგ ქანდარია – ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მშენებლობის, სივრცით ტერიტორიული მოწყობის, ურბანული დაგეგმარებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
გიგო დანელია – ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მშენებლობის, სივრცით ტერიტორიული მოწყობის, ურბანული დაგეგმარებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
გიორგი იოსავა – ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მშენებლობის, სივრცით ტერიტორიული მოწყობის, ურბანული დაგეგმარებისა და ინსპექტირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
გოჩა ქაჯაია – ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;
მოწვევით – ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრები და გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები.
კომისიას დაევალა ადგილზე შეისწავლოს სტიქიისგან მიყენებული ზარალის შედეგები და წარმოადგინოს წინადადებები განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.