2011 წლის 9 მარტს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს გაფართოებული თათბირი.
თათბირს ესწრებოდნენ საკრებულოს ბიუროს წევრები, აპარატის თანამშრომლები და იურიდიული პირების წარმომადგენლები.
თათბირზე საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურობაში დაგროვილ სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებზე. საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებს კონკრეტული რეკომენდაციები და დავალებები მისცა თავიანთ სფეროში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრის მიზნით.
თათბირის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ შეაჯამა განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობა და ყველას მოუწოდა აქტიური მუშაობისა და საქმიანი ინიციატივებისაკენ.