სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალი განაგრძობს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას ხობის მუნიციპალიტეტში ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დასაყვანად.
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის - „ხიბულა“-ს ფუნდამენტური სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთლიანად შეიცვლება 2 ანძა. აღნიშნული ხაზიდან ფოსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 32 579 აბონენტი და ჩხოროწყუს მომსახურების ცენტრის 1055 აბონენტი. სამუშაოები სრულდება რეგიონის მაღალი ძაბვის ხაზების სამსახურის მიერ.