2011 წლის 13 მარტს შედგა ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას მორიგი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
დეპუტატმა ისაუბრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. მიმოიხილა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. საზოგადოებას გააცნო სექტემბერში დაგეგმილი მორიგი საერთაშორისო ფესტივალის - „სიმღერა სამეგრელოზე“ პროექტი. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა ფესტივალის ორგანიზაციული საკითხები.