ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობამ „ენერგოვაუჩერების“ შემდგომ სასურსათო ვაუჩერების დარიგება დაიწყო. სასურსათო ვაუჩერის ღირებულება 30 ლარია. სასურსათო ვაუჩერის მიმღები ოჯახების ნუსხა იდენტურია ენერგვაუჩერების მიმღები ოჯახების ნუსხისა და მას მუნიციპალიტეტში მცხოვრები 6877ოჯახი მიიღებს. სასურსათო ვაუჩერების განაღდება მოსახლობას მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ ოფისებში, ან რეგიონებში მოძრავ „ლიბერთი ბანკის“ სერვის-ცენტრებში შეეძლებათ. ვაუჩერების განაღდება1 ივლისამდეა შესაძლებელი.