დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელების შუა ხორგისა და ხეთის საბავშვო ბაღების შენობების გადახურვითი და ხობის N2 საბავშვო ბაღის ოთახისა და საკანალიზაციო სისტემის სარემონტო სამუშაოები. სამუშაოები განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და მისმა სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 14850 ლარი.
ასევე, დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის N1საბავშვო ბაღის მესამე კორპუსის სარემონტო-მოწყობითი სამუშაოები. სადაც განთავსდება ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ადმინისტრაცია. სამუშაოები განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითდა მისმა სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 19.450ლარი. სამუშაოები შეასრულა შპს „მეგა სერვისცენტრმა“.