ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა ჭოხონელიძის ინიციატივითა და საკრებულოს ბიუროს მხარდაჭერით მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიწყება გამწვანებისა და დასუფთავების ერთთვიანი ღონისძიება. გამწვანებისა და დასუფთავების ღონისძებებს ორგანიზებას გაუწევს შპს „ხობი დასუფთავება და განათება“.
გამწვანებისა და დასუფთავების ღონისძებების ფარგლებში ქ. ხობში და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოეწყობა ადმინისტრაციული ცენტრების დასუფთავება, ხმელი ხეების მოჭრა-გადაბელვა, ხეების შეთეთრება, ქალაქში კი - დეკორატიული მცენარეების განაშენიანება.
დასუფთავებისა და გამწვანების ერთთვიან კამპანიაში აქტიურად იქნებიან ჩართული როგორც სხვადასხვა ორგანიზაციების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები.