ხობის მუნიციპალიტეტის „ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გეგმიური იმუნიზაციისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯანდაცვის რეგიონალური ცენტრიდან შემოტანილ იქნა ასაცრელი მასალები შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისათვის: ტუბერკულოზი,Bჰეპატიტი, დიფტერია,ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცია.
ასაცრელი მასალები მოთხოვნის შესაბამისად გაიცემა მუნიციპალიტეტის საექიმო ამბულატორიებზე. აცრების დროულად და ხარისხიანად ჩატარების მიზნით „ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ დაწესებულია მონიტორინგი.