ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საზოგადოებისათვის ოპერატიულად მიწოდების უზრუნველსაყოფად, საკრებულოს თავმჯდომარის მ. ჭოხონელიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში მოეწყობა საინფორმაციო დაფები და, ინფორმაციის საჯაროობისა და გამჭირვალეობის მიზნით, სავალდებულო გახდება ამ დაფებზე საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნება. აღნიშნულ ინიციატივას ერთობლივად განახორციელებენ საკრებულოს აპარატი, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და გამგეობის რწმუნებულები.