ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში 2011 წლის 16 - 25 მარტს გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის "პირველი ლიგა" 12 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ჩემპიონატში მონაწილეობდენ მოჭადრაკეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ხობის მუნიციპალიტეტის „განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის ნორჩმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს და უმაღლესი ლიგის ტურნირისათვის დაწესებული 10 საგზურიდან ორი საგზური მოიპოვეს.
ჭაბუკთა შორის ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად. 52 მოჭადრაკეს შორის ამირან შონიამ და გიორგი ლატარიამ მე-4 და მე- 5 ადგილები დაიკავეს 6.5 და 6 ქულით. ხოლო გიორგი ლატარიას გადაეცა ტურნირის ყველაზე პერსპექტიული მონაწილისა და ლამაზად მოგებული პარტიისათვის დაწესებული პრიზი.