მიმდინარე წლის 29 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით გამართულ რეგიონის პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში ხობის მუნიციპალიტეტის „განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭიდაობის წრის აღსაზრდელმა აკაკი კვირკველიამ 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ხობელი ფალავანი რეგიონის ნაკრებში მიიწვიეს, რომლის შემადგენლობაშიც აპრილში დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს.