საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ ,,სკოლამდელი განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტის“ ფარგლებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო შემუშავდა:
1. ,,საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო“;
2. ,,სკოლამდელი განათლების პროგრამა“;
3. ,,სკოლამდელი ასაკის ბავშვის შეფასების ფორმა“;
4. ,,სკოლამდელი აღზრის დაწესებულების მართვის გზამკვლევი“.
2011 წლის 30 მარტს სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში შედგა ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სტრუქტურული ერთეულების მთავარი სპეციალისტები. ახალი სახელმძღვანელოები დაეხმარება საბავშვო ბაღის აღმზრდელებს სწორად დაგეგმონ და წარმართონ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას, ასევე მის მომზადებას სკოლისა და მომავალი ცხოვრებისათვის.