ხობის მუნიციპალიტეტში 2 აპრილიდან ქარიშხალი მძვინვარებს. ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზარალა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. დაზიანებულია როგორც კერძო საცხოვრებელი სახლები, ასევე ადმინისტრაციული შენობები. მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების დათვალიერება და ზარალის სავარაუდო ოდენობის დადგენა.