2011 წლის 3 აპრილს, ქ. ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა რეგიონის საჯარო სკოლებში გამართული ინგლისური ენის ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. ოლიმპიადის შედეგებით, პირველ საუკეთესო ათეულში მოხვდა ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელი 2 მოსწავლე, რომელთაგანაც გიორგი ბუკიამ მე-4 ადგილი, ხოლო ელისაბედ ჭითაშვილმა მე-6 ადგილი დაიკავეს.
ინგლისური ენის ოლიმპიადა „BG language“ მოეწყო ა(ა)იპ „ბიზნეს ჯგუფის“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის პარტნიორობით და მასში მონაწილეობდა რეგიონის საჯარო სკოლების 1350-მდე მოსწავლე, რომელთა შორის 66 ხობელი კონკურსანტი იყო.
გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და საპატიო სიგელები.