მიმდინარე წლის 1-5 აპრილს ქალაქ ხობში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ქ. ხობის N2 საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი გავიდა. ინდივიდუალურ ჩათვლაში პირველი ადგილი ლუკა შამუგიამ (ქ. ხობის N1 საჯარო სკოლა) დაიკავა, გოგონათა შორის ჩემპიონი მარიამ ჭაჭია (ქ. ხობის N2 საჯარო სკოლა) გახდა.
სპორტული ღონისძიება ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.