2011 წლის 6 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შედგა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სტრუქტურისა და შემადგენლობის პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ შსს საგანგები სიტუაციების დეპარტამენტის,სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ოპერატიული მოქმედების გეგმა და საზოგადოებას მიაწოდეს მსგავს შემთხვევებში მოქმედების რეკომენდაციები.
წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით გამოითქვა საქმიანი შენიშვნები და წინადადებები, რომელიც გათვალისწინებული იქნება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის საბოლოო ვარიანტში.