„ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროფილაქტიკური აცრები კალენრდის მიხედვით მიმდინარეობს. ყველა საექიმო უბანი აცრისათვის საჭირო მასალებით მომარაგებულია და პროცესის მიმდინარეობაზე ხორციელდება მონიტორინგი.
პარაზიტოლოგიურ ლაბორატორიაში თვითმომართვით შესულია 19 პაციენტი, 13 პირი აღმოჩნდა ინვაზირებული, მათ შორის 10 - ენტერობიოზით, 3 - ასკარიდით. თითოეულ მათგანს დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა უფასოდ.
ხობის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსის გავრცელების მხრივ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. გრიპის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მომატება და გართულებები არ დაფიქსირებულა.
ცენტრის ენტომოლოგიური განყოფილების მიერ მ/წლის აპრილ-მაისში ჩატარდება მუნიციპალიტეტის წყალსატევების აღრიცხვა-პასპორტიზაცია.