2011 წლის 12 აპრილს ქ. ხობის N2 ბაგა–ბაღში ჩატარდა ღია მეცადინეობა, რომელსაც ესწრებოდა „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ოცდაცხრავე სტრუქტურული ერთეულის აღმზრდელი.
ღია მეცადინეობა მიეძღვნა გაზაფხულს და მოიცავდა მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, წიგნიერების და ხატვის თემატიკას. აღმზრდელს შერჩეული ჰქონდა ის აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.
აღმზრდელთა მიერ ღია მეცადინეობაზე გამოყენებული სწავლების თანამედროვე მეთოდები მიმართული იყო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ინდივიდუალური და ჯგუფურად მუშაობის თვისებების გამოსავლენად.