2011 წლის 15 აპრილს, ქალაქ აბაშაში გამართულ სამეგრელოს რეგიონის ვეტერან ფეხბურთელთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე 1993-94 წელს დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა შორის გამარჯვებული გახდა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის გუნდი „იმედი“(მწვრთნელ-მასწავლებელი: ზურაბ ლატარია). გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა თასით, მედლებითა და სიგელით.