მიმდინარე წლის 19 აპრილს ხობის N2 ბაგა–ბაღში ჩატარდა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ბაგა–ბაღის თანამშრომლების და აღსაზრდელთა მშობლების მიერ შექმნილი ხელთნაკეთი სათამაშოები, საგაზაფხულო და სააღდგომო კომპოზიციები.
გამოფენას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების მთავარი სპეციალისტები და აღსაზრდელთა მშობლები.
გამოფენის მიზანი იყო საბავშვო ბაღისა და ოჯახების მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა.