თბილისი -სენაკი - ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ხობის მონაკვეთზე დასრულდა 2011 წლის აპრილში ქარიშხლის შედეგად დაზიანებული გარე განათების აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოები შესრულდა შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ მიერ და აღდგა მწყობრიდან გამოსული 28 ცალი ლამპიონი, ქარის შედეგად დაზიანებული ელექტრო სადენები და გამოიცვალა ელექტრო ნათურები.