2011 წლის 27 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების მხარდაჭერით ხობის N3 ბაგა–ბაღის კოლექტივის წარმომადგენლებმა და აღსაზრდელთა მშობლებმა მოაწყვეს სააღდგომო – საქველმოქმედო აქცია ,,შეიყვარე მოყვასი შენი“. აქციის მონაწილეები ეწვივნენ ქალაქ სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლს, მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გადასცეს საჩუქრები.