საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართული ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ რეგიონალურ ტურში, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სარაიონო ეტაპზე გამარჯვებული გუნდები, წარმატებით იასპარეზეს და ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს: უმცროს ასაკობრივ ჯგუფში (V-VIII კლასი) - გუნდი „კანდელი“ (ახალსოფლის საჯარო სკოლა ); უფროს ასაკობრივ ჯგუფში (IX-XII კლასი) - გუნდებმა „ლაზარე“ (ხობის N2 საჯარო სკოლა ) და „ნოეს კიდობანი“ (პირველი მაისის საჯარო სკოლა).