30 აპრილს დაბა ჯვარში მძლეოსნობაში გამართულ სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა და გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავეს. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი 200 მეტრზე რბენაში პირველი ადგილი დაიკავა მარიამ ჩხენკელმა.