მიმდინარე წლის 3 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმში გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო საღამო - „ჩვენი კუთხის საგანძური“. საღამოზე წაკითხულ იქნა საინტერესო მოხსენებები ქართული ფოლკლორის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე. ძველი და ახალი თაობის წარმოდგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს მეგრული პოეზიისა და ხალხური სიმღერების საუკეთესო ნიმუშები.