4 მაისს ქალაქ ხობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე სტუმრობდა. მინისტრის მოადგილემ ხობის ახლადგახსნილი მრავალპროფილიანი საავადმყოფო დაათვალიერა.
ამ ეტაპზე საავადმყოფოში პერსონალის გადამზადება ხორციელდება, რის შემდეგაც მრავალპროფილიანი კლინიკა სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას.