6 მაისს კულტურული მემკვიდრეობის დღეების აღნიშვნასთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამასახურის ორგანიზებით ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა ლექცია-საუბარი „ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები ხობის მუნიციპალიტეტში და დადიანების საძვალე“. მომხსენებელმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ. ლექცია-საუბარს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები.