ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 7 საკითხის განხილვა. ფრაქციის სხდომაზე საკრებულოს შესაბამისმა კომისიებმა წარმოადგინეს მათ მიერ კომისიის სხდომებზე განხილული საკითხები, რომლებიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში იქნა შეტანილი.