გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განსახილველად შეტანილი იყო 12 საკითხი:
1.დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 2. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის N118 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 3. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 თებერვლის N141 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე; 4. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 5. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“(მომხსენებელი მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 6. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“(მომხსენებელი მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 7. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“(მომხსენებელი მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 8. დადგენილების პროექტი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი ა. სიჭინავა - გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი); 9. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 იანვრის N51 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 10. განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი მ. სილოგავა - იურდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 11.განკარგულების პროექტი„შპს „ხობი დასუფთავება და განათება“-ს დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის N88 განკარგულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ (მომხსენებელი მ. სილოგავა - იურდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 12. განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 იანვრის N52 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“(მომხსენებელი მ. სილოგავა - იურდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე).
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა მოახლოებული დღესასწაული -ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე.