საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. „მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ხედავს, რომ ბევრი რამე კეთდება, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩვენი აქცენტი მიმართულია სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ჯანდაცვის პროგრამის ხელმისაწვდომობაზე“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სტუმრები ეწვივნენ ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმს და ასევე, დაათვალიერეს სოფელ პირველ მაისში მშენებარე სამონასტრო კომპლექსი.