2011 წლის 17 მაისს ქალაქ ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო კონცერტი საესტრადო ჟანრში - „ ... იქ სადაც ოცნებაა ლამაზი, კეთილი, ხალასი...“. კონცერტში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის სტუდიის მოსწავლეები.